ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ეტლით მოსარგებლე პირები თბილისის ზღვას პარაპლანით გადმოუფრენენ
11/05/2013
 

მედია ანონსი

11 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
რატი იონათამიშვილი
(+995 599) 507071
 rati@disability.ge

ეტლით მოსარგებლე პირები თბილისის ზღვას პარაპლანით გადმოუფრენენ

2013 წლის 11 მაისი, შაბათი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი" (თავის. მოედანი 4), დას. 13:00 სთ. - ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდები თბილისის ზღვას პარაპლანით გადმოუფრენენ. ამასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული კავშირი თანაბარი უფლებებისთვის" "თეგეტა მოტორსთან" ერთად სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართავს პრესკონფერენციას, სადაც პროექტის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და მონაწილეები საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ როგორ ემზადებიან ეტლით მოსარგებლე ადამიანები და მათი მეგობრები პარაპლანით ფრენისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება ამიერკავკასიის რეგიონში პირველად იმართება და მისი მიზანია: აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვენების გზით შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოპულარიზაცია, სტერეოტიპების მსხვრევა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა.

ღონისძიების გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი", კომპანია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო მოძრაობას. შშმ პირთა პარაპლანის ფრენა იმართება ქ. თბილისის საკრებულოს პატრონაჟით იმართება.

წაკითხულია: 2340