28/05/2010

მედია ანონსი
28 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნატა კვაჭანტირაძე
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე
877 73 46 86
info@tourism-association.ge
www.tourism-association.ge
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი - 2010
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 მაისი, 2010 წელი - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია(GTA) ამა წლის 5-6 ივნისს, ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს ,,ვარძიის სათავგადასავლო ტურნირს”.
ტურნირს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის ყოველ წელს გაიმართება. ეს გახლავთ ჯგუფური, სპორტული ღონისძიება, რომელიც საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას და ისეთი ტურისტული სეგმენტის განვითარებას ეძღვნება, როგორიცაა საფეხმავლო, ველო ტურები და ჯომარდობა.
ტურნირში ოცი (20) 6 კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას,ხოლო შეჯიბრება სამ ძირითად დისციპლინაში გაიმართება:
• სირბილი: 6 კმ,
• ველორბოლა: 12.5 კმ,
• რაფტინგი: 2.5 კმ.
გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სპორტული მაღაზიების ფულადი ვაუჩერებით (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი).
I ადგილი: 3000 ლარის ვაუჩერი
II ადგილი: 2000 ლარის ვაუჩერი
III ადგილი: 1000 ლარის ვაუჩერი
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობები:
1. ძირითადი შეჯიბრი - ტრიატლონი (სირბილი, ველო-რბოლა, რაფტინგი);
2. გასართობი ღონისძიება;
3. შეჯიბრი მკლავჭიდში;
4. ლუდის ფესტივალი;
5. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია;
6. ტურნირის მონაწილეთა და ჟურნალისტების ჯომარდობა მტკვარზე;
7. ორ დღიანი ჯომარდობა ვარძიიდან თბილისამდე;
ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორები არიან:
საქართველოს ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჯეოლენდი, სპორტული მაღაზია მეგალაინი, ნატახტარი, აგრო-ბიზნეს ჯგუფი, ბეჭდური მედია -პარტნიორი გაზეთი FINANCIAL, რადიო-პარტნიორი ”ფორტუნა” და ”ავტორადიო”.
###
ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლებს მოემსახურებათ უფასო ტრანსპორტი თბილისი-ვარძია-თბილისის მიმართულებით (გასვლა პარასკევს, 4 ივნისს, 4 საათზე). ორგანიზატორები იზრუნებენ ჟურნალისტების სრულ მომსახურებაზე (კვება,განთავსება).
პროექტი ,,ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი” რეგიონალური ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას.
მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტურნირის პროგრამა