ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ვებ გვერდის - ”მსოფლიო სტატისტიკა” - პრეზენტაცია
01/04/2009


მედია ანონსი
 

1 აპრილი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ვებ გვერდის - ”მსოფლიო სტატისტიკა” - პრეზენტაცია

3 აპრილი, 14:00 საათი - "თბილისი მერიოტში" (გიორგი მეფის დარბაზი) საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ჩაატარებს ვებ-გვერდის "მსოფლიო სტატისტიკის"  პრეზენტაციას. ღონისძიება ხორციელდება პროექტის "Funnel the Money"-ს ფარგლებში "მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის" ფინანსური მხარდაჭერით.

ვებ-გვერდი: "მსოფლიო სტატისტიკა" (www.funnelthemoney.org) შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნების სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორების ერთ სისტემაში თავმოყრა. ვებ-გვერდზე განთავსებულია 20 განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური ინდიკატორები 8 ენაზე, მათ შორის ქართულად.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ უზრუნველყო აღნიშნულ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-განახლება და ქართულ ენაზე ადაპტაცია.

ვებ-გვერდზე კატეგორიების მიხედვით ჩაშლილია ინფორმაცია: ქვეყნის ეკონომიკის, სიღარიბის, ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, დასაქმების, დემოგრაფიის, საბიუჯეტო ტრანსფერტებისა და ხარჯების მონაცემების შესახებ.  

ვებ-გვერდის ძირითად აუდიტორიად მოიაზრება:
  • ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სიღარიბის დაძლევით და ცხოვრების დონის ამაღლებით;
  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებსაც აინტერესებთ თუ როგორ წარმართავს ქვეყანა რესურსებს ხალხის კეთილდღეობისთვის;
  • მოქალაქეები, რომლებსაც აინტერესებთ მთავრობის სიღარიბესთან ბრძოლის მექანიზმები.
მსოფილო სტატისტიკის (www.funnelthemoney.org) ინფორმაციული სრულყოფისთვის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სთავაზობს სამთავრობო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურ თანამშრომლობას ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და განახლების კუთხით.

###

საკონტაქო ინფორმაცია:
დოდო ჭუმბურიძე
PR მენეჯერი
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92
ელ-ფოსტა: pr@economists.ge


წაკითხულია: 9885