|
მედია ანონსი
15 აპრილი, 2013 |
ვიზიტი მტირალას ეროვნულ პარკში
ხვალ, 16 აპრილს, 09:00 საათზე, საერთაშორისო კონფერენციის "ბიომრავალფეროვნება ევროპაში" (Biodiversity in Europe) ფარგლებში გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორი იან დუსიკი ეწვევიან მტირალას ეროვნულ პარკს. ვიზიტის მიზანია მტირალას ეროვნული პარკის და ზოგადად, საქართველოს დაცული ტერიტორიების წყობის, სისტემის, პრობლემებისა და პერსპექტივების ადგილზე გაცნობა.
15-18 აპრილს, ბათუმში, სასტუმროში „Radisson Blu Hotel Batumi", გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით იმართება საერთაშორისო კონფერენცია "ბიომრავალფეროვნება ევროპაში". ღონისძიებას ესწრება 30-მდე ქვეყნის დელეგატი, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 120-ზე მეტი მაღალი რანგის წარმომადგენელი.