ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი იხსნება
26/10/2015
 
მედია ანონსი
 

26 ოქტომბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ჯულუხაძე,
599 475060, 
t.julukhadze@asb-georgia.org
მაიკო ჩიტაშვილი,
593260609;
maiko@publicity.ge

 

      ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი იხსნება

27 ოქტომბერს, სამშაბათს,12 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკის საბავშვო ბაღში, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭრითა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ASB ორგანიზებით,  გაიმართება რეაბილიტირებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიება  პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ხორციელდება. გახსნაში   მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სამეგრელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სხვა დაინტერესებული მხარეები.  

ღონისძიების ფარგლებში ამავე დღეს, სოფელ კოკის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდება მიწისძვრის სიმულაციური თამაში. დაგეგმილი სიმულაცია საჩვენებელი ხასიათის იქნება და მასში ბაღის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვებიან. ღონისძიების მიზანია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების დემონსტრირება.

პროექტი „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ადგილობრივ თვითმმართველობების აქტიური მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org;

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: თეონა ჯულუხაძეს, საკონტაქტო ნომერი: 599 475060,  ელ-ფოსტა:  t.julukhadze@asb-georgia.org ან მაია ჩიტაშვილს, საკონტაქტო ნომერი:  593260609; maiko@publicity.ge. 
წაკითხულია: 4350