მედია ანონსი
19 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
2996377; 29874 31
culturegovge@gmail.com
მისამართი: სანაპიროს №4, თბილისი
http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
თ უ რ ქ ე თ ი ს კ უ ლ ტ უ რ ი ს დ ღ ე ე ბ ი
დეფილე „ქარვასლაში"
20 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა" თურქული მოდების ჩვენება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.
ჩვენებაზე „ანკარის ოლგუნლაშმას ინსტიტუტის" მიერ თანამედროვე სახით იქნება წარმოდგენილი ტრადიციული თურქული კოსტიუმები - მოეწყობა ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
თურქეთის კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. კულტურის დღეების ორგანიზატორია თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი. თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:
24 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჭავჭავაძის გამზ. #1) სააქტო დარბაზში გაიმართბა თურქული ხალხური ცეკვების კონცერტი.
30 ოქტომბერს, 20:00 საათზე - „ივენთ ჰოლში" (ფილარმონია) ჯაზის ახალგაზრდა შემსრულებელი ბილალ ქარამანი კვარტეტთან ერთად გამართავს ჯაზის საღამოს. - ბილალ ქარამანი ამერიკის გიტარის ასოციაციის მიერ დასახელებულია ჯაზის გიტარისტებს შორის ყველაზე პერსპექტიულ შემსრულებელად.
7 ნოემბერს, 18:00 საათზე - ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის პრ.#2) მოეწყობა ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის ნახატების გამოფენა თემაზე: „სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები" - ექსპოზიცია 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
14 ნოემბერს, 19:00 საათზე - ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში (რუსთაველის პრ.#2) გაიმართება დერვიშების წარმოდგენა, რომელსაც წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსამბლი.
20 ნოემბერს, 19.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში (გრიბოედოვის ქ. 8), თურქეთის კულტურის დღეებს დაასრულებს ცნობილი თურქი დირიჟორის ემრე არაჯის კლასიკური მუსიკის კონცერტი თემაზე: „ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში", ნიკოლოზ რაჭველის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
ღონისძიებების მიზანია თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების განმტკიცება და თურქული კულტურის სხვადასხვა დარგების ქართველი ხალხისათვის გაცნობა.