თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს

მედია ანონსი
2 მაისი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი, მედია კოორდინატორი
Cell: 593 260609
maiko@publicity.ge
www.iyipo.ge
facebook.com/IYIPO2014
თბილისი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს
თბილისი, 1 მაისი, 2014. 3 დან 5 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის საფინალო ეტაპი გაიმართება. ოლიმპიადა წელს მერვედ ტარდება და მასში 36 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადის ფინალური ეტაპი და გამოფენა 3 და 4 მაისს თბილისის მოლში ჩატარდება, რომლის დროს წარმოდგენილი იქნება 36 ქვეყნის 120 გამოგონება, ხოლო გამარჯვებულები 5 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
ოლიმპიადის ოფიციალური გახსნა იგეგმება 3 მაისს, თბილისი მოლში, 15:30 საათზე და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახსნის. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. განსაკუთრებული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ოლიმპიელი. მედიისთვის უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს ოლიმპიადის მედია ცენტრი, სადაც ყველა ჟურნალისტს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ღონისძიებაზე.
ოლიმპიადაში მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოვება 5 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში გაიმართება.
ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონენები რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე ხელ უწყობს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებას და კულტურული კავშირების გარღმავებას. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება ექნება საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოსული 36 ქვეყნის წარმომადგენლების უმეტესობა იცხოვრებს მასპინძელ ქართულ ოჯახებში.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწლეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.
####
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad - IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ოგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელიც შერჩეულია სპეციალური ჟიურის მიერ.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირი.