ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლებს
29/05/2018
ვინ?: სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
რა?: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენა.
სად?: ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 118).
როდის?: 2018 წლის 9 ივნისს, 10:30 საათზე.
რატომ?: ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებს და დაათვალიერონ მათი კოლეგა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართება სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცემათ „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზები.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
PH International - საქართველო
მანანა ყუბანეიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი
ტელ.: 299 00 49 / 599 43 10 77
ელ-ფოსტა: manana.kubaneishvili@ph-int.org

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
ნატო გამცემლიძე
ტელ.: 577337586/ 555321507
ელ-ფოსტა: info@ctf.org.ge
წაკითხულია: 2343