05/12/2012მედია ანონსი
5 დეკემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა ტოკლიკიშვილი
595 221 999,
Anuka@osgf.ge
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10.
თბილისის მედიაკონფერენცია 2012
თარიღი: 7 დეკემბერი, პარასკევი
დრო: 10:30 საათი
ადგილი: თბილისი ‘ქორთიარდ მარიოტი'
7 დეკემბერს თბილისში, ქორთიარდ მარიოტში გაიმართება თბილისის მედიაკონფერენცია 2012.
„თბილისის მედიაკონფერენცია 2012" -ში სხვადასხვა მედიასაშუალებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი მედიექსპერტები ისაუბრებენ ოთხ ძირითად თემაზე: დიგიტალიზაცია, სარეკლამო ბაზარი და ეთიკური ჟურნალისტიკა, არსებული მედიაგარემოს შეფასება და მომავალი განვითარება, ინფორმაციის თავისუფლება.
დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.MEDIACONFERENCE.ge. ამავე ვებგვერდის მეშვეობით კონფერენცია გადაიცემა პირდაპირ ეთერშიც.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევს კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ფონდ 'ღია საზოგადოება-საქართველო' მხარდაჭერით.
დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც თანდართულ დოკუმენტში, ასევე ვებგვერდზე www.MEDIACONFERENCE.ge
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა და დაესწარით!
საკონტაქტო პირი: ანა ტოკლიკიშვილი- 595 221 999, Anuka@osgf.ge