თბილისის მედიაციის დღეები
18/11/2016
ვინ?: მედიაციის დღეები ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „მართლმსაჯულება ყველასათვის“. კონფერენციის ჩატარებას ასევე უწყობს ხელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა პროექტის ფარგლებში “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”.
კონფერენციას დაესწრებიან მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ექვსი ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბიტანეთიდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მედიატორები და სამართლის პროფესიონალები.
რა?: გაიმართება მედიაციის დღეები - საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარება საქართველოში.
სად?: თბილისში სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში".
როდის?: 21 ნოემბერს, 10:00 საათზე.
რატომ?: კონფერენცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს სასამართლო მედიატორთა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ღონისძიებას დაესწრებიან: ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ალანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კაიდო სირელი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოშ, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პრორამა (UNDP) საქართველოში, მონიკა აზიმი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)იენს დეპე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა (GIZ) გიორგი ცერცვაძე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე.
წაკითხულია: 4228