რატომ?: პროექტების მეშვეობით მოსწავლეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ქმედებები, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, გარემოს დაცვა, საგზაო უსაფრთხოება, ქართული ენის დაცვა ბარბარიზმებისგან, მოხუცებზე ზრუნვა და სხვა.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქ-ნი ლია გიგაური, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ქ-ნი მონიკა აზიმი (USAID) და სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი, ქ-ნი მარინა უშვერიძე.
სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
……………
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, 2014 წლის ოქტომბრიდან საქართველოს თერთმეტივე რეგიონის 480 სკოლაში ფუნქციონირებს და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თბილისში პროგრამა 60 სკოლას მოიცავს, პროგრამის თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციაა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი. პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის შუალედური ღონისძიება ტარდება თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაცია ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მანანა ყუბანეიშვილი
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995 599 43 10 77
manana.kubaneishvili@ph.int.org