08/07/2010
![]()
მედია ანონსი
8 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მარი ჩოხელი
+99599 157899
თბილისში მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები იკრიბებიან
[Publicity.ge] თბილისი, 8 ივლისი, 2010 - პარასკევს, 9 ივლისს, 11 საათიდან სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" (მის: თავისუფლების მოედანი #4) მოლდოველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველები მრგვალ მაგიდას მართავენ.
მრგვალი მაგიდის თემაა "სტრატეგიული სამართალწარმოება _ ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".
შეხვედრაზე ევროსასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ სპეციალურ მოხსენებას გააკეთებენ იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლები.
სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესსა და თავისებურებებს მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მიმოიხილავენ მოლდოველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები.
შეხვედრის ინიციატორია მოლდოვური არასამთავრობო ორგანიზაცია "პრომოლექსი", რომლის პარტნიორიც საქართველოში ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლია".
დაგეგმილი მრგვალი მაგიდა იმართება "ღია საზოგადოება - საქართველოს" და ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მხარდაჭერითა და ორგანიზებით.