ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართება: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში
19/02/2019
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო;
რა?: მრგვალ მაგიდას გამართავს თემაზე: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში;
სად?: სასტუმროში ,,რუმსი“ ;
როდის?: 20 თებერვალს, 16:00 საათზე;
რატომ?: ღონისძიებას გახსნიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ჯეფ რენო.

მრგვალ მაგიდასთან რიგით მერვე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროექტის - ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლთაც საგრანტო სახსრების გამოყენებით შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები. აგრეთვე, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ აშშ-ის აიოვას შტატში სასწავლო ვიზიტით ყოფნის დროს მიღებულ გამოცდილებას საზოგადოებრივი კოლეჯების გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების მხრივ, კერძოდ რა დაბრკოლებებს აწყდებიან გოგოები პროფესიული განათლების მიღებისას და როგორ ძლიერდება ეკონომიკა მათი დასაქმებით. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
595-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge
წაკითხულია: 4951