02/07/2010მედია ანონსი
2 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირები:
ნაზი ჯანეზაშვილი
+99593 338805
ანა ნაცვლიშვილი
+99557362684
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება
[Publicity.ge] თბილისი, 2 ივლისი, 2010 - ხვალ, 2010 წლის, 3 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში",საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენციის თემაა "გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების უფლების დაცვა სამხრეთ კავკასიაში".
კონფერენცია იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინიციატივით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ და სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ ევროკავშირის, ეუთოს, ევრაზიის ფონდის, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, საქართველოს სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს, მედიის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე ჟურნალისტთა დასწრება თავისუფალია.
მისამართი:
თბილისი, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი", თავისუფლების მოედანი #4.