ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში “ეკონომისტის” კონფერენცია იმართება
16/11/2011
მედია ანონსი

16 ნოემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

მედია კონტაქტები:
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი                                                    
(+995)597970353                                                                              

სოფოფარჯიანი                                                                                   
გენერალური პროდიუსერის/
დამფუძნებელის პირადი თანაშემწე                                         
(+995) 555 330573 

თბილისში "ეკონომისტის" კონფერენცია იმართება
 (Economist Conference)  ითვალისწინებს  საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ინვესტორების შეხვედრას ეკონომიკური რეფორმების განრიგის განსახილველად.

თბილისში, 17 ნომებერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში,  მსოფლიოში წამყვანი გამოცემა "ეკონომისტის" ორგანიზებით "ეკონომისტის კონფერენცია"  იგეგმება. სამიტის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივების ფუნდამენტური ანალიზი თავისუფალი და გამჭვირვალე დისკუსირების გზით.

კონფერენციის თემასთან და მის ძირითად მიზნებთან დაკავშირებით,  თბილისის სამიტის თავმჯდომარე  დუგლას ტომპსონი და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბოჭორიშვილი, 16 ნოემბერს, 11.30 ზე, თბილისი რედისონში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

"ჩვენ ვგეგმავთ დავადგინოთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პოტენციალი და წარმოვაჩინოთ ბიზნესის წარმოების და ინვესტირების რეალობა საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო რაკურსში. ჩვენ  არ ვეუბნებით ყველას  "ჩადე  ინვესტიცია საქართველოში". ჩვენი მიზანია, რომ ღიად და გულწრფელად ვისაუბროთ საქართველოზე, როგორც მიმზიდველ და საინტერესო საინვესტიციო გარემოზე. ამ სამიტის მიზანია მოვახდინოთ ინვესტორთა ინტერესის ფოკუსირება, რათა მათ თავად გადაწყვიტონ არის თუ არა საქართველო მათთვის ხელსაყრელი  ბაზარი", აღნიშნა დუგლას ტომსონმა/ თბილისის სამიტის თავმჯდომარე და Eცონომისტ ჩონფერენცეს -ის პროგრამების დირექტორი.

სამიტის მსვლელობისას სხვა და სხვა საერთაშორისო კომპანიების ლიდერები განიხილავენ და ისაუბრებენ იმის შესახებ  თუ როგორი შედეგის მომტანი იქნება მათი ინვესტიციები და ის საერთაშორისო სტრატეგიული ხედვები, რომლებიც ინერგება საქართველოს ამჟამინდელ ბიზნეს რეალობაში.

"რა თქმა უნდა, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უმთვარეს ფაქტორად  რჩება, მაგრამ ასევე  არ უნდა დაგვავიწყდეს ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიული გზების დასახვა ", აღნიშნა  არილდ ჰოულენდმა/ "რეზიდორის" ბიზნეს განვითარების უფროსი ვიცე პრეზიდენტი.

ქართველ გამომსვლელებს შორის შეხვედრას უმაღლესი სამთავრობო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.  მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრი_ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი_დიმიტრი გვინდაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ვერა ქობალია, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი _ რამაზ ნიკოლაიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე _გიორგი ყაველაშვილი, პარტია "ჩვენი საქართველო_თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი_ირაკლი ალასანია. ისინი საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ მოხსენებას გააკეთებენ.  

დელეგატებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ასად ასლამი - მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი, პოლ-ჰენრი ფორესტერი_მოლდოვასა და ბელორუსიის მიმართულების ხელმძღვანელი, EBRD (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი), გრედ ლენგა_კნაუფის ჯგუფის, ყოფილი დ.ს.თ-ს ქვეყნების მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი, ტომ დე ვაალი - "კარნეგი ენდოვმენთის" უფროსი კომპანიონი, ირაკლი გილაური - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა ბენდუქიძე და სხვა.  
     
ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები არიან: "CNCC", "GEORGIA TODAY",  "რადიო ქალაქი" .
თბილისის სამიტის სპონსორია: "სოკარი", "JTI", "PAHA BANK",  და "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები".
      
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ: www.economistconferences.com/georgia

###
 
Economic Conference-ის შესახებ

Economic Conferenceს (ეკონომისტის კონფერენცია) წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმების წამყვან პროვაიდერს იმ მენეჯერებისთვის, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების საკითხებში ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე არიან პასუხისმგებელნი.

"ეკონომისტის" მიერ ორგანიზებულ ფორუმებს შორისაა ინდუსტრიული კონფერენციები, მსოფლიოს სხვა და სხვა წამყვანი კომპანიების მენეჯერების შეხვედრები და სამთავრობო მრგვალი მაგიდის სხდომები, რომლებსაც "ეკონომისტი" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს.

"ეკონომისტის კონფერენცია", რომელიც ასევე ჟურნალ "ეკონომისტის" გამომცემელია,  იმ უაღრესად პატივსაცემი ეკონომისტის ჯგუფის წევრია, რომელმაც 168 წლიანი ისტორიისა და გამოცდილების ხარჯზე განუმეორებელი რეპუტაცია და დამოუკიდებლობა მოიპოვა.


                                                                        

წაკითხულია: 3110