მედია ანონსი
29 ოქტომბერი, 2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61
თევზის დღეები ჰიპერმარკეტ გუდვილში და მედია ტური თევზის საამქროში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 ოქტომბერი, 2010 - 30 ოქტომბერს 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ გუდვილის თევზის საამქროში მედია ტური მოეწყობა.
კომპანია გუდვილში სპეციალური მოწვევით ბალტიისპირელი ექსპერტი თევზის პროდუქტის ტექნოლოგი ქ-ბ ლუდმილა ავლტინე ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს. გუდვილის თანამშრომლები უკვე ერთი თვეა გადიან სწავლებას თევზეულის მომზადების თანამედროვე წესებში.
საამქროს დათვალიერების შემდეგ 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ „გუდვილის" სავაჭრო დარბაზში მოეწყობა დეგუსტაცია, სადაც ქ-ბ ლუდმილა მედიის თანდასწრებით მოამზადებს კერძებს და დააგემოვნებინებს სტუმრებს.
დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაგრძელდება მთელი დღე, მასში მონაწილეობა ყველა მომხმარებელს შეეძლება.