ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თევზჭერის წესების დარღვევისათვის კანონი მკაცრდება
16/07/2013

მედია ანონსი 

16 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

თევზჭერის წესების დარღვევისათვის კანონი მკაცრდება

17 ივლისს 13:30 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძის და პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის, გია ცაგარეიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მედიასთან შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.

 

წაკითხულია: 2289