27/08/2008

ანონსი მედიისთვის
27 აგვისტო, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრი დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქციას გამართავს
27 აგვისტოს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრი ცხინვალისა და გორის რაიონებიდან, ასევე კოდორის ხეობიდან დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქციას აწყობს. დევნილები ბაგებში, თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.
ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრმა მოიწვია საბავშვო თეატრი “ბემბი”, რომელიც ბავშვებისათვის წარმოდგენას გამართავს. აქცია ბაგებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ეზოში გაიმართება.
თსუ-მ უკვე გამართა საქველმოქმედო აქცია, რომლითაც ის თსუ-ს საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს საყოფაცხოვრებო ნივთებითა და კვების პროდუქტებით დაეხმარა, დღევანდელი კულტურული ღონისძიება კი სიხარულის ნაპერწკალს შეიტანს დევნილი ბავშვების ამჟამინდელ მძიმე ყოფაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელ: 220241
ელ-ფოსტა: usc@ictsu.tsu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.tsu.ge
###