ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) ახალი პროექტი განათლების სფეროში
07/06/2010

მედია ანონსი

7 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (
TIKA)

თბილისის საკოორდინაციო ოფისი
ს.მგალობლიშვილის ქ. No.14, 0160,
თბილისი/საქართველო
ტელ
: +99532 99 84 16 / 38 10 43
ფაქსი: +995 32 98 54 30
E-mail:    tiflis@tika.gov.tr
Web-site:  www.tika.gov.tr

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA)  ახალი პროექტი განათლების სფეროში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 7 ივნისი, 2010 - 2010 წლის,14 ივნისს, 12.00 საათზე, გაიმართება ,,ახალციხის  სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის განყოფილების რეაბილიტაციის პროექტის ’’   გახსნის საზეიმო ცერემონია. პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისის მიერ ხორციელდება. 

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (TİKA) თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს განათლება, ჯანდაცვა; თუმცაღა TİKA'-ს მოღვაწეობა მრავალმხრივია და მოიცავს ფართო სპექტრის პროგრამებს.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისის მიერ 2009 წელს განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია აგვისტოს მოვლენების შემდეგ იძულებით ადგილნაცვალ პირთათვის 100 საცხოვრებელი სახლის აშენება გორის რაიონში, ასევე ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი. 2009 წელს ორგანიზაციის ხელშეწყობით გარემონტდა ორი სოფლის სკოლა, გაიმართა კონფერენციები და სემინარები. 2010 წელს TİKA-ს დაფინანსებით მოხდა ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტის თურქოლოგიის განყოფილების რეაბილიტაცია და აღჭურვა.

2010 წლის პროექტების ფარგლებში თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისმა დაასრულა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის განყოფილების რეაბილიტაციის პროექტი, რაც ითვალისწინებდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განყოფილების გარემონტებას, სასწავლო ინვენტარითა და საჭირო ტექნიკური საშუალებებით მოწყობა-აღჭურვას. აღნიშნულით თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) მიერ განათლების სფეროში განხორცილებულ პროქტებს კიდევ ერთი პროექტი შეემატა.

ახალციხის უნვერსიტეტის თურქოლოგიის განყოფილების რეაბილიტაციის პროქტის გახსნას დაესწრებიან: თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი, TİKA-ს თბილისის პროგრამის კოორდინატორი სელიმ ქუში, არდაჰანის უნივერსიტეტის რექტორი, არდაჰანის გუბერნატორი, ფოსოვის გამგებელი, პრეზიდენტის რწმუებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სხვა სტუმრები.

მისამართი:
ახალციხის სახელმწიფო უნვერსიტეტი
ახალციხე, 0800, რუსთაველის ქ.Nო.106

წაკითხულია: 5673