ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ინატრე და აგისრულდება
03/04/2008

 ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

ინატრე და აგისრულდება


15 აპრილი, თბილისი - რესტორანი “TRAttoria” და ”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, გეგმავს PR-პერფომანს. თბილისში, აბაშიძის №42 მდებარე ევროპული რესტორანი “TRAttoria” გამართავს აქციას და ორიგინალური ფორმით მიულოცავს სიყვარულის დღეს თავის მომხმარებელს.

აბაშიძის ქუჩაზე დაიდგმება ორიგინალურად გაფორმებული სტილიზებული ნატვრის ხე. ნატვრის ხეზე ნებისმიერი გამვლელი და სპეციალურად მოწვეული ცნობილი ადამიანები დაკიდებენ საკუთარ სურვილ-ნატვრას. ღონისძიების ცენტრალური ფიგურა იქნება ”ფუფალა”, რომელიც გამვლელთ დაეხმარება სურვილის ჩაწერა-ჩამოკიდებაში.

საუკეთესო სურვილი-მესიჯი დასაჩუქრდება
“TRAttoria”-ს მიერ დაწესებული პრიზით. დამატებით გათამაშდება ორი საჩუქარი ”იმიჯმეიკერთა ასოციაციის” სახელით. ლამაზი და მხიარული აქციის გამარჯვებულთ ასევე გადაეცემა მონაწილის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აქციაზე დასწრება თავისუფალია.

ევროპული – იტალიურ-ფრანგული მენიუ - და საუკეთესო სერვისი
“TRAttoria”-ს სავიზიტო ბარათია!
გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა ამ მხიარულ და საინტერესო პერფომანსში.
ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და ვაქციოთ თბილისი სიყვარულის დედაქალაქად!
ჩაერთეთ ამ ლამაზ აქციაში და ნანატრი აუცილებლად აგისრულდებათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

ტელ: 8(95) 300437 რესტორანი
“TRAttoria”” თიკო მარიკა
931377, 8(93) 31 15 35 ”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” ელდარ პირმისაშვილი
Mail: imagemakersinfo@gmail.com

### 

წაკითხულია: 6838