მედია ანონსი
20 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
ხვალ, 21 სექტემბერს „ბათუმის საავტორო კინოს VI საერთაშორისო ფესტივალზე" ინდუსტრიული შეხვედრები პირველად ჩატარდება. მათი მიზანია ადგილობრივი რეჟისორებისა და პროდიუსერების დაკავშირება უცხოურ კინოფონდებთან. ინდუსტრული შეხვედრები საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ფესტივალის შემადგენელი ნაწილი გახდება. შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 სთ-ზე დამთავრდება. აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში" პრესკონფერენცია გაიმართება.
16:00 საათზე „პრეს კაფეში" ჩატარდება გიორგი დულგეროვის (ბულგარეთი) მასტერკლასი. ორი საათის განმავლობაში რეჟისორი აღმოსავლეთ ევროპულ კინოსა და კინორეჟისურაზე ისაუბრებს.