მედია ანონსი
17 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი-
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" ,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი,
ტელ: +995 95 221 999;
ელ ფოსტა:Anuka@osgf.ge;
ინოვაციური მომსახურება ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის
18 იანვარს, პარასკევს, 18 საათზე ‘მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი' წარმოადგენს ახალი მომსახურების პრეზენტაციას, რომელიც ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა (პრეზენტაციის ადგილი: ‘მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის' ოფისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 30-ში.)
‘აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება' (აქტი/ACT) - ეს არის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც გავრცელებულია აშშ-სა დადასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს მომსახურება საქართველოსთვის სიახლეს წარმოადგენს და მისი ინიცირება ამერიკული ორგანიზაციის - ‘ადამიანები ეხმარებიანადამიანებს ‘და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით მოხერხდა.
‘აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება' ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზაციის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მისი მთავარი მიზანია ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია ჰოსპიტალს გარეთ. მოსამზადებელი სამუშაოები ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. დღეისათვის უკვე არსებობს კარგად მომზადებული მობილური გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, დასაქმების სპეციალისტი, ექთანი და ფსიქიატრი). გუნდის წევრებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს ამერიკაში. თბილისში გუნდის მუშაობას ზედამხედველობას გაუწევენ ამერიკელი სპეციალისტები. მომსახურება 8 იანვარს ამოქმედდა და ჯერჯერობით 8 პაციენტს მოიცავს.
საქართველოში ფსიქიატრიული რეფორმის აუცილებლობამ გააჩინა საჭიროება, რომ საავადმყოფოდან გაწერილი ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შექმნილიყო ახალი სერვისები და პაციენტებს ჰქონოდათ საშუალება, მიეღოთ ხარისხიანი ალტერნატიული მომსახურებას ბინაზე. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში საავადმყოფოებში ფსიქიატრიული საწოლების შემცირებას თან ახლავს საავადმყოფოს გარეთა სერვისის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 20 წლის მანძილზე საწოლების რაოდენობა შემცირდა 5500-დან 1200-მდე, რასაც თან არ ახლდა საავადმყოფოს გარე სერვისის განვითარება და პაციენტების დიდი რაოდენობა საჭირო მომსახურების გარეშე დარჩა.
მნიშვნელოვანი საკითხია ამ ახალი ტიპის მომსახურების გათვალისწინება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ საკითხზე მოლაპარაკებები ‘მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრმა' საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული სერვისის განსავითარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა 2013 წლიდან. პროექტის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ ამ ახალი სერვისის დანერგვა და გავრცელებამთელი ქვეყნის მაშტაბით კვლავ დარჩება სახელმწიფოს გეგმებში.
აქტიური სათემო ფსიქიატრიული სერვისის გახსნაზე მოწვეულნი არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პარლამენტისჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები; აშშ-ს ელჩი საქართველოში.