ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ინფორმაცია ტრენინგების შესახებ
28/05/2008

             

ინფორმაცია ტრენინგების შესახებ 

საქართველოს უნივერსიტეტი და იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს მიღებას ერთობლივ ტრენინგებზე  - საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

ტრენინგის ფორმატი:

ლექცია-სემინარი, როლური თამაშები, დავალებები, პრაქტიკული სავარჯიშოები, პრეზენტაციები, სადემონსტრაციო ჩვენებები.
ტრენინგი შედგება მინიმუმ 8 შეხვედრისაგან (სამ - სამი ასტრონომიული საათი) 24+24;  სულ 48 ასტრონომიული საათი. 24 ასტრონომიული საათი გულისხმობს ინდივიდუალურ სამუშაოს - სახლში დაგეგმილი საკითხავი, ტესტი, დავალება, რიდერის გაცნობა.
სულ 48 საათი სამი კვირის განმავლობაში.

ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ტრენერები - ელდარ პირმისაშვილი; მაია ქავთარაშვილი; თორნიკე გურული; ბერდია ნაცვლიშვილი; ირინა დუმბაძე, თეონა ლომთაძე.

ტრენინგის დაწყებიდან 2 დღით ადრე დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ დამატებით საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა. რომლის ფარგლებშიც მოხდება ტრენინგის პროგრამის და ტრენერების გაცნობა.


ტრენინგის დამთავრებისთანავე მონაწილეები მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის და იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივ სერთიფიკატს თავისი დანაართით, სადაც მითითებული იქნება საგნების ჩამონათვალი, საათების რაოდენობა და ტრენერების ვინაობა.

წაკითხულია: 6727