ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის განხილვა
24/06/2014
მედია ანონსი

23 ივნისი,2014
დაუყონებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
ანუკი ტოკლიკიშვილი
Tel: +995 32 225 04 63 (ext.108)
Fax:+995 32 229 10 52
Skype ID: anuka_toklikishvili
FB name: Ana Toklikishvili
E-mail: Anuka@osgf.ge
http://www.osgf.ge/

ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის განხილვა

კონფერენციის დრო: 11:00- 17:00 სთ

25 ივნისს, ოთხშაბათს, 11 საათზე სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში' გაიხსნება სამუშაო შეხვედრა, სადაც ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო კანონმდელობასა და საქართველოში მის შესაძლო რეგულირებაზე იმსჯელებენ იუსტიციის სამინისტროს, სხვა სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი შემუშავების პროცესშია. მასზე მუშაობენ იუსტიციის სამინისტრო და ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' სამუშაო ჯგუფი.

ღონისძიების მიზანია, სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და ინფორმაციის თავისუფლების რეგულირების საქართველოს მოდელზე შეთანხმება.

სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ საერთაშორისო დელეგაციის წევრებიც ქევინ დუნიონი, ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის დირექტორი, სუბა ფერენსი, უნგრეთის პრემირ-მინისტრის კიბერ-უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭოს უფროსი მრჩეველი და სხვები.

 

წაკითხულია: 2550