18/02/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
იტალიელი ექიმის საქველმოქმედო ოპერაციები
თბილისი - 2008წ. 20 თებერვალი, 14:00 საათი - "იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია" და იტალიური სამედიცინო ტექნოლოგიების ჯგუფი "BIOIMPIANTI", თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკის მხარდაჭერით, 20 - 22 თებერვალს მასპინძლობს იტალიელ და აზერბაიჯანელ ქირურგ-ტრავმატოლოგებს. ღონისძიების მიზანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პაციენტების უფასო და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
საქველმოქმედო-სადემონსტრაციო ოპერაციები ჩატარდება ტრავმატოლოგიური კლინიკის ბაზაზე. სამივე ოპერაციას იტალიელი ორთოპედი პიერჯორჯიო ვასინა ჩაატარებს. ოპერაციის შედეგებზე იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი ქირურგები ტრავმატოლოგიური კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
პიერჯორჯიო ვასინა არის მსოფლიოში აღიარებული უმაღლესი დონის სპეციალისტი, რომლის სამედიცინო პრაქტიკაც ცნობილია იტალიაში, საფრაგგეთში, ამერიკაში და ჩინეთში
ღონისძიების პროგრამა:
20 თებერვალი, 14:00 საათი - სამეცნიერო კონფერენცია - სასტუმრო „ამბასადორის" საკონფერენციო დარბაზი, აქვე იტალიელი და ქართველი ქირურგები გამართავენ პრესკონფერენციას. ღონისძიება გაშუქდება ყველა სატელევიზიო არხით და პოპულარული ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე. კონფერენციას დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ:
1. პიერჯორჯიო ვასინა (იტალიელი ორთოპედი)
2. მერაბ ჩხატარაშვილი (ს.ს. „ტრავმატოლოგის" დირექტორი)
3.თორნიკე ნოზაძე (მედიცინის დოქტორი; სამედიცინო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის დეპარტამენტის უფროსი)
4. ნინო მიქავა ("ალდაგი - BCI"-ის დირექტორი)
20 თებერვალი, 17:00 საათი - პ.ვასინა ჩაატარებს საქველმოქმედო-სადემონსტრაციო ოპერაციას ტრავმატოლოგიური კლინიკის ბაზაზე (უშანგი ჩხეიძის №17)
21 თებერვალი - პ.ვასინა ჩაატარებს საქველმოქმედო-სადემონსტრაციო ოპერაციებს (მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება), რის შემდეგაც გაიმართება მისი პრესკონფერენცია. (უშანგი ჩხეიძის №17)
საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ:
1 . "PRიმა+" საკონსულტაციო ჯგუფი
2. "PUBLICITY.GE" - პრესრელიზების გავრცელების სააგენტო
3. ჟურნალი "თბილისელები"
4. რადიო "საქართველოს ხმა"
5. "PRIME" PR-ასოციაცია
6. სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებელი; მზე; რუსთავი-2; კავკასია
7. ჟურნალი "ავერსი"
8. საქველმოქმედო ფონდი "რეჯიონალი"
ორგანიზატორების შესახებ:
"BIOIMPIANTI" - წარმოადგენს წამყვან ევროპულ კომპანიას, რომელიც აწარმოაებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო იმპლანტანტებს. დამატებითი ინფორმაციისათვი, ესტუმრეთ ვებ.გვერდს: http://www.bioimpianti.it/
"იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციაში" გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები. ასოციაციის მიზანს წარმოადგებს საკომუნიკაციო დარგების სპეციალისტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გზით.
###
საკონტაქტო პირი:
მაია ქავთარაშვილი / იმიჯმეიკერთა საერთაშრისო ასოციაციის პრეზიდენტი
ტელ: 93-13-77 მობ: 8(93)34-04-03 ელ.ფოსტა: kavtarashvili@mail.ru