ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იუნისეფის მსოფლიო კამპანია - ჯონ ლენონის „იმეჯინ“, წარმოიდგინეთ როგორი სამყარო გსურთ ბავშვებისათვის
27/11/2014

მედია ანონსი

იუნისეფის მსოფლიო კამპანია - ჯონ ლენონის „იმეჯინ", წარმოიდგინეთ როგორი სამყარო გსურთ ბავშვებისათვის
შეუერთეთ საკუთარი ხმა მსოფლიო კამპანიას ბავშვის უფლებების დასაცავად

ვინ: ანსამბლი „მგზავრები"
როდის: 30 ნოემბერი 2014 წელი, 16:00 საათი.
სად: თბილისი მოლი, მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ.
რა: აქცია - იმღერე მომავლისთვის და გაუგზავნე მესიჯი მთელს მსოფლიოს
რატომ: ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავის ფარგლებში დაგეგმილ მაშტაბურ პროექტ "იმეჯინს" საქართველოც უერთდება. იუნისეფის ახალმა პროექტმა უკვე გააერთიანა მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები: დევიდ გეტა, იოკო ონო, ჰიუ ჯეკმანი, იუნისეფის ელჩები: ქეითი პერი, ანჟელიკ კიდჯო, დანიელა მერკური, პრიანკა ჩოპრა, იუნა კიმი. პროექტის მხარდამჭერებმა ერთობლივად ჩაწერეს ჯონ ლენონის მშვიდობის ჰიმნად აღიარებული სიმღერა "Imagine" და მსოფლიოს გაუგზავნეს მთავარი გზავნილი - გაერთიანდნენ ბავშვთა უფლებების გარშემო.
#იმეჯინში (#IMAGINE) მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა სამი მარტივი ნაბიჯი:
 ჩამოტვირთეთ თაჩქასთ-ის აპლიკაცია (TouchCast app) iOS სისტემის აპარატებისთვის Apple App Store-ის მეშვეობით ან ვებ-გვერდზე http://imagine.unicef.org;
 ჩაწერეთ იმეჯინის თქვენი ვერსია ჯონ ლენონთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, მხოლოდ ჩაწერის წითელ ღილაკზე თითის დაჭერით;
 ჩაწერეთ საკუთარი მესიჯი, თუ როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვისათვის უკეთესი მსოფლიო;

 გაუზიარეთ თქვენი ჩანაწერი მეგობრებს ჰეშთეგით #EVERYVOICECOUNTS და #IMAGINE.

2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავს. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მიმოვიხილოთ ის პროგრესი, რაც 25 წლის მანძილზე იქნა მიღწეული სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა უფლებების დასაცავად და საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგას ბავშვების წინაშე.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge

 

წაკითხულია: 2344