ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების რეფორმის შედეგებს კონფერენციაზე განიხილავენ
30/01/2014
 
მედია ანონსი  
30 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
                                   
იურიდიული დახმარების რეფორმის შედეგებს კონფერენციაზე განიხილავენ
 
31 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება კონფერენცია: „იურიდიული დახმარების სამსახური - მიღწევები და გამოწვევები“. ღონისძიებას სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
კონფერენციას გახსნიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, შტეფან შტორკი. 
 
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, კონფერენციის მონაწილეებს სამსახურის 6-წლიანი მუშაობის შედეგებს გააცნობს. გატარებული რეფორმებისა და საქამიანობის შეფასებას წარადგენენ იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარტის და რეგიონალური ოფისების თანამშრომლებიც.
 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ახლად შექმნილი იურიდიული დახმარები საბჭოს წევრები. საბჭოს თავმჯდომარე, ელზა ლეშკაშელი,  საბჭოს ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
 
კონფერენცია იმართება ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
 
###

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ქეთი ახალკაცს, ევროკავშირის პროექტის PR-ექსპერტს, მობ: (599) 545056
გიორგი სელიმაშვილს, იურიდიული დახმარების სამსახურის PR- მენეჯერს, მობ: (599) 427737

წაკითხულია: 2628