მედია ანონსი
21 ნოემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირები:
ქეთი ახალკაცი, ევროკავშირის პროექტის
PR-ექსპერტი: +995 (599) 545056
გიორგი სელიმაშვილი, იურიდიული დახმარების
სამსახურის PR- მენეჯერი: +995 (599) 427737
gselimashvili@legalaid.ge; www.legalaid.ge
იურიდიული დახმარების სამსახური კონფერენციას გამართავს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 21 ნოემბერი, 2011 - 22 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში ”ძველი თბილისი”, იურიდიული დახმარების სამსახური წლის შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს. ღონისძიებას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატები დაესწრებიან.
კონფერენციას გახსნიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი სტეფან სტორკი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ტარდება.
კონფერენციაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე 2011 წელს სამსახურის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს და წარმატებულ თანამშრომლებს სიგელებით დააჯილდოვებს.
გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეები, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ადვოკატთა ეთიკის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განგრძობადი იურიდიული განათლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს საკითხებზე იმსჯელებენ.
###
მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის №27