ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორები იმიტირებულ პროცესს გამართავენ
06/07/2011
მედია ანონსი
 
6 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
   
 

საკონტაქტო პირი:  ჯაბა უსენაშვილი,
იურიდიული დახმარების სამსახურის
წარმომადგენელი, მობ: +995 (591) 33-33-62

                                                                                                    

იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორები იმიტირებულ პროცესს გამართავენ

[PUBLICITY.GE] ბათუმი,  6 ივლისი, 2011 წელი - 7 ივლისს, 16:00 საათზე, ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორები გამართავენ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, რითაც სტაჟირების ექვსთვიან პროგრამას დაასრულებენ. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩატარდება. იმიტირებულ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის, ქუთაისის აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის მაგისტრანტები.

სამ ჯგუფად დაყოფილი სტუდენტები დაცვისა და ბრალდების მხარეებს, ასევე მოსამართლეებს წარმოადგენენ. ისინი განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტს ეხება. პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით წარიმართება. მსაჯულების როლს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის რიგითი ბათუმელები მოირგებენ. ღონისძიების დასასრულს საუკეთესო შედეგის მქონე სტაჟიორები გამოვლინდებიან. მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე სტუდენტები მოახდენენ იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, რომლებიც იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში შეიძინეს. პროგრამის მიხედვით, სტაჟიორები, საზოგადოებრივი ადვოკატების ხელმძღვანელობით, რეალურ კლიენტებს ხვდებოდნენ და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებს ამზადებდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების მონახულების საშუალებაც ეძლეოდათ. იურიდიული კლინიკის პროგრამა მეოთხე წელია "ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

# # #

მისამართი:  ბათუმი, ნინოშვილის ქ. № 35 -                  
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი,
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი


წაკითხულია: 3109