13/10/2010

მედია ანონსი
13 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თინათინ გუგბერიძე
ტელ: 893 30 80 77
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის დირექტორი
ხატია ალფაიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კავკასიის უნივესრიტეტი
ტელ.: 895 90 73 53
kalpaidze@cu.edu.ge
კავკასიის უნივერსიტეტის საზეიმო ცერემონიალი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 ოქტომბერი, 2010 - 2010 წლის, 14 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" (მის. თელავის ქ.#20) კავკასიის უნივერსიტეტი აწყობს კავკასიის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს.
წელს კავკასიის უნივერსიტეტს სულ 338 კურსდამთავრებული ჰყავს. აქედან კავკასიის ბიზნესის სკოლას 260 ბაკალავრი, 40 მაგიისტრი და 3 პროფესიული, ხოლო კავკასიის სამართლის სკოლას 30 ბაკალავრი და 5 მაგისტრი.
წელს კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიანიჭებს საპატიო დოქტორობას საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს და ამერიკელ გენერალს, ბატონ რობერტ გუდვინ მესამეს. ასევე , საგანგებოდ ცერემონიალისათვის საქართველოს ეწვია ა.შ.შ. -ს ადმირალი, დევიდ შიმპი და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის რექტორი, აკიფ მუსაევი.
კურსდამთვერებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე დაპატიჟებულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსდა 2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე. კავკასიის ბიზნესის სკოლა დაარსდა 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით. დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაშია შვიდი სკოლა: კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის მედიის სკოლა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და ახლად გახსნილი კავკასიის ტურიზმის სკოლა.
კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა შექმნას ისეთი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.