მედია ანონსი
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ
27 ივნისს, 12 საათზე, თბილისში, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“, საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის გაიხსნება სამდღიანი ტრენინგი, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს ეძღვნება. სწავლება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას გახსნიან მოსამართლე რენატე ვინტერი, ევროკავშირის პროეტის ხელმძღვანელი, და პიერ ფერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი. ისინი სიტყვით მიმართავენ იურიდიული დახმარების სამსახურის 28 ადვოკატს, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საქმეებზე მუშაობისათვის.
სწავლების ფარგლებში, ინტერაქტიული სესიებისა და ჯგუფური სავარჯიშოების მეშვეობით, მონაწილეები განიხილავენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ ნორმებს, სამართალწარმოების თავისებურებებსა და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტრენინგის მიმდინარეობისას ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ სხვა პროფესიონალებს (პროკურორს, მოსამართლეს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს) და ერთად იმსჯელონ არსებულ პრობლემებზე და თანამშრომლობის გზებზე.
საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციას 1994 წელს მიუერთდა. UNICEF და ევროკავშირი აქტიურად უჭერენ მხარს ადვოკატების, მოსამართლეებისა და პროკურორების სპეციალიზაციას არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხში.
###
მისამათი: თბილისი, თელავი ქ.№20
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი,
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge
ქეთევან ახალკაცი, ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი
ტელ.: 995 577331211. ელ-ფოსტა: ketiakh@gmail.com