ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კანონპროექტის „ნარჩენების მართვის შესახებ“ საჯარო განხილვა
17/03/2014
მედია ანონსი

17 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail: pr@moe.gov.ge
Tel.: +995 32 72 72 24, +995 32 72 72 34

კანონპროექტის „ნარჩენების მართვის შესახებ" საჯარო განხილვა

17 მარტს, 11:30 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება კანონპროექტის „ნარჩენების მართვის შესახებ" საჯარო განხილვა.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორადი ნედლეულის გამოცალკევებას), განთავსება და ნარჩენებიდან ენერგიის მიღება.

კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის ხელშეწყობით ნარჩენების მართვის Twining- ის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წლების მანძილზე არ არსებობდა ნარჩენების მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

საჯარო განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლები და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები მოისმენენ არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების შენიშვნებსა და წინადადებებს.

 

წაკითხულია: 2895