მედია ანონსი
17 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში მოაზროვნეთა გუნდის შეხვედრა
8 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში" (შავთელის ქუჩა 13, თბილისი) გაიმართება კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში მოაზროვნეთა გუნდის (Disaster Risk Reduction Think Tank) შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, საქართველოს შსს-ს სპეციალური და საგენგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და გაეროს სტრუქტურების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კატასტროფების რისკების სისტემები, კერძოდ, ეფექტური სისტემისათვის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის განსაზღვრა. გაეროს კატასტროფის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის სააგენტოს წარმომადგენელი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ოფისიდან შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენს შედარებით პრეზენტაციას არსებული ეროვნული პლატფორმების სტრუქტურის შესახებ.