ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
29/03/2011

მედია ანონსი

29 მარტი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი
ზვიად დევდარიანი
 995 24 15 88 22
995 77 46 03 35
zviad@cida.ge
http://www.cida.ge/
http://www.kvemokartli.ge/

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

[PUBLICITY.GE] თბილისი,  29 მარტი, 2011 წელი - 2011 წლის 30 მარტს, 14:00 საათზე, თბილისი მერიოტში (მეფე მირიანის დარბაზში), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) ორგანიზებას უკეთებს კვლევის შედეგების პრეზენტაციას თემაზე: „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში".

კვლევის შედეგები მოიცავს ინფორმაციას შემდეგი საკითხებზე: საკვლევის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციებისა და სახელმწიფოების მიმართ; ეროვნებათშორის ურთიერთობების ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები; რეგიონთაშორისი ურთიერთობების არსებული პრაქტიკა; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური აქტივობის დონე (არჩევნებში მონაწილეობა, სათემო პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა); ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში სხვადასხვა სამსახურებისა და ინსტიტუციების ჩართულობა; საკვლევი რეგიონებში მოსახლეობის პრობლემები; ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული მგრძნობელობა.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვლევა ჩატარდა პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA). კვლევა ჩაატარა გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC). პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).

წაკითხულია: 3340