5 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა ყაჭეიშვილი
lelakacheishvili@gmail.com
კლიმატის კვირეული საქართველოში
4-10 ნოემბერი
ხვალ, 6 ნოემბერს 16:00 საათზე იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე (თამარაშვილის #13) კლიმატის ცვლილების კვირეულის მიმდინარეობის ფარგლებში, გაიმართება ფლეშმობი სახლწოდებით:
ქარის წისქვილი - ვუთხრათ „დიახ"-განახლებად ენერგიებს
ღონისძიებაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კვირეულში მონაწილე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის კლიმატის კვირეულის სლოგანია: „ერთად შევქმნათ მდგრადი მომავალი..."
კლიმატის ცვლილების კვირეული ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.