ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა
21/08/2013
მედია ანონსი

21 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია მეტრეველი
+995 599 18 94 18
www.apa.gov.ge

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა

2013 წლის 21 აგვისტოს, 12:00 საათზე, კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში განვითარების ფონდის სხდომა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივ რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, შავი ზღვის ტერმინალის დირექტორი კარიმ გულიევი და ფინანსური მენეჯერი ელჩინ აბიშევი.

სხდომის მიზანია ფონდის 2013 წლის ბიუჯეტსა და წესდებაში ცვლილებების შეტანისა და დირექტორისათვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხების განხილვა, აგრეთვე ფონდის შინაგანაწესის დამტკიცება.

კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 

 

წაკითხულია: 2654