ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია ბილაინი საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს
24/08/2010


მედია ანონსი


24 აგვისტო,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

კომპანია ბილაინი საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს

[Publicity.ge] 24 გვისტო, 2010, თბილისი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი  საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს აჯილდოებს.

დაჯილდოებისას გამოვლინდებიან ის საშუალო და მცირეო რგანიზაციები ,  რომლებიც გაყიდვების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერად  თანამშრომლობენ ბილაინთან .

გამარჯვებულების გამოვლენა ორ ეტაპად ხდება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც თბილისში, ასევე  საქართველოს  სხვა და სხვა რეგიონში მომქმედი  ბილაინის ბიზნეს პარტნიორები.

პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას   პრიზად  მანქანა, მეორე ადგილზე გასულს მოტოციკლეტი , ხოლო მესამე ადგილზე გასულს ტელევიზორი გადაეცემა.

დაჯილდოება 25 აგვისტოს, 13.00-ზე ბილაინის სათაო ოფისში, რუსთაველის N  14-ში გაიმართება.

" მინდა აღვნიშნო, რომ   ბილაინისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ბიზნეს პარტნიორები , რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბილაინის საქმიანობის გაფართოებაში. 

ვთვლით,  რომ ამ  ორგანიზაციებს და  მათ თანამშრომლებს, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, ჩვენს  ბიზნეს განვითარებში. მიხარია, რომ მაქვს საშუალება კიდევ ერთხელ გადავუხადო  მადლობა მათ  ვინც  აქტიურად  თანაშრომლობს ჩვენთან  და აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის წამახალისებელ პრიზებს, კომპანია რეგულარულად დააწესებს. " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.

წაკითხულია: 3092