მედია ანონსი
10 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
კომპანია „ჯეოტურანი"-ს ტექნოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია
კომპანია „ ჯეოტურანი" საქართველოში საინვესტიციო და საქველმოქმედო აქტივობის განხორციელებას იწყებს.
„ჯეოტურანი" ქართული კომპანიაა რომლის ძირითადი საქმიანობაა ბუნებრივი აირის მილსადენების, გაზიფიკაციისა , წყლის სისტემების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების ინოვაციური ტექნოლოგიებით წარმოება და იმპორტი .
მრვალწლიანმა მუშაობამ და დაკვირვებამ გამოკვეთა რიგი პრობლემური საკითხები გაზიფიკაციის, წყალგაყვანილობის და გათბობა-კონდიცირების სისტემების ხარისხის და სპეციალისტების დეფიციტი მხრივ, რის საფუძველზეც გადაწყდა ინვესტირება სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში.
კომპანიის სოციალურ პროექტებში ჩართულობა და ინვესტიცია წარმოადგენს სასწავლო/სატრენინგო ტექნოლოგიური ცენტრის და ლაბოროტორიის დაფუძვნებას საქართველოში, რომელიც კომპანიის ინიციატივით უანგაროდ გაუწევს შერჩეულ სტუდენტებს სწავლასა და შემდგომ დასაქმებას როგორც საქართველოში, ასევე საძღვარგარეთ. ჯეოტურანი მოწოდებულია უანგაროდ დაუთმოს მაღალი დონის სპეციალისტებს , ინჟინრებს სასწალო ცენტრი და ლაბოროტორია, სადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაუზიარონ ცოდნა ტექნიკური პროფილის სტუდენტებს, ჩაატარონ კვლევები და წარმოადგინონ დასკვნები.
კომპანია სტუდენტებიდან შეარჩევს თავდაპირველად 10 საუკეთესო სტუდენტს, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივლენილნი იქნებიან გერმანიაში, იტალიაში და თურქეთში 1 თვის ვადით . სტუდენტები აგრეთვე გაივლიან ტრენინგებს ონლაინ რეჟიმში.
კომპანია „ჯეოტურანი" წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებს , სადაც შერჩეული სტუდენტები გაივლიან სწავლებას, ესენი არიან:
1. კომპანია „უგეტამი"-ს სერთიფიცირების ცენტრში - გაზიფიკაციის თურქული საერთაშორისო უმსხვილესი კორპორაცია, საგანმანათლებლო და სერთიფიცირების ცენტრი , რომლის სასტარტო რეგიონალური აქტივობის რუქა წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ბალკანეთის ქვეყნებს. კომპანია „უგეტამი" ახორციელებს მნიშველოვან ინვესტიციებს სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა აამაღლოს ბუნებრივი აირის სექტორიში ხარისხისა და კონტროლის სტანდარტების და პროფესიული დონე. კორპორაცია უწევს მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურეობას, სერთიფიცირებას და აკრედეტაციას გაზიფიკაციის ლიდერ კორპორაციებს რომელთა რიცხვი აჭარბებს 100 ერთეულს. კორპორაციის გააჩნია უნივერსალური ტექნიკური ბაზა, ტრენინგ ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიებით მოქმედი ლაბოროტორია. http://www.ugetam.com.tr/
2. იტალიური კომპანია „რიტმო"-, რომლის საქმიანობა წარმოადგენს ბუნებრივი აირის მილსადენების, გაზიფიკაციის წყალგაყვანილობის და ინდუსტრიულ სექტორში, პროფესიონალური მექანიზმების , აგრეგატების, გაყვანილობების და პროგრამული უზრუნველყობის წარმოებას. კომპანია რიტმო ახორციელებს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიის ბაზაზე არსებულ ტრენინგ ცენტრში, როგორც დისტრიბუტორებისათვის, აგრეთვე დამკვეთი კომპანიების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას , პროდუქციის სპეციფიკისა და ახალი ტექნოლოგიების სწავლებას. http://www.ritmo.it
3. კომპანია „ ტურან ბოფრიტი"-ს წარმოადგენს თურქულ კომპანიას რომლის საქმიანობა გახლავთ შედუღების აპარატების, კაბელების, გადამყვანი მილების და ფიტინგების წარმოება. „ ტურან ბოფრიტი"-ს ახორციელებს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიის ბაზაზე არსებულ ტრენინგ ცენტრში, როგორც დისტრიბუტორებისათვის, აგრეთვე დამკვეთი კომპანიების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას , პროდუქციის სპეციფიკისა და ახალი ტექნოლოგიების სწავლებას. http://www.turanmak.com/
4. „როტენბერგი"-ს ჰოლდინგის საქმიანობა წარმოადგენს მსოფლიო ლიდერ კომპანიას ინოვაციური ტექნოლოგიებით მილსადენების და აგრეგატებს სანტექნიკის, გათბობა-კონდიცირების , გაზიფიკაციისა და ეკოლოგიური ინჟინერიის განხრით. კომპანია „როტენბერგი"-ს გააჩნია სპეციალიზირებული საგანმანათბელო და სერვის ცენტრი, სადაც მიწვეული სპეციალისტები გადიან როგორც თეორიულ აგრეთვე პრაქტიკულ სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. http://www.rothenberger.com
მოცემული აქტივობის გასაჯაროვების და გაცნობის მიზნით, კომპანია „ჯეოტურანი" გიწვევთ ტექნოლოგიური ცენტრის პრეზენტაციაზე 2013 წლის 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, მისამართი : თბილისი, გელოვანის ქ. 3/2.
პრეზენტაციას დაესწრებიან და გაუძღვებიან უცხოელი პარტნიორები ; კომპანიების
როტენბერგის" ; „უგეტამი"-ს; „რიტმო"-ს ; და „ ტურან ბოფრიტი"-ს წარმომადგენლები,
სპეციალურ სტუმრებად მოწვეულნი არიან აგრეთვე საქართველოს სამინისტრეობის წარმომადგენლები, საელჩოები, სავაჭრო პალატები, სასწავლო ცენტრები, არასამთავრობო სექტორი და ფონდები, ქართული და ქართულ უცხოური კომპანიების გაზიფიკაციისა , წყლის სისტემების, გათბობა-კონდიცირებისა, სამშენებლო და კვლევითი სპეციფიკის მიმართულებით.
პრეზენტაციას დაესწრებიან 150-ზე მეტი კომპანიის და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების სლოგანია" პროფესიონალიზმი და უახლესი ტექნოლოგია"