ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგები
27/02/2013
 

მედია ანონსი

27 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ტოკლიკიშვილი-
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი,
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო',
ტელ: 595 221 999
ლევან მიქელაძის ფონდი
ტელ: 298 4161;  5 99 67 88 28

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგები

28 თებერვალს, ხუთშაბათს, 15 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში", თამარ მეფის დარბაზში გაიმართება პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის" ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც წარმოგვიდგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგებს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კომისიის დაკომპლექტების მექანიზმს, რომელიც დაიცავს მარეგულირებელ ორგანოს პოლიტიკური ძალების გავლენისაგან, ასევე სამოქალაქო სექტორის ეფექტურ კონტროლსა და ჩართულობას კომისიის საქმიანობაში. კანონმდებელი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რამდენად უფლებამოსილია კომისია, აკონტროლოს სატრანზიტო მაუწყებლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.

ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთელი რიგი გადაწყვეტილებები დისრკიმინაციულ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, კომისია არ არის აქტიურად ჩართული როგორც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვაში, ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შექმნილ სათათბირო საბჭოს მუშაობაში.

პროექტი „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

წაკითხულია: 2356