ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონკურსი გედერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის
27/11/2007

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

კონკურსი გედერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის  


27 ნოემბერი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით, აცხადებს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ყოველწლიურ კონკურსს.

კონკურსის პირობები: 

  • კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2006 წლის 1 დეკემბრიდან 2007 წლის 1 დეკემბრამდე შექმნილი გენდერული თემატიკის (მაგალითად: ქალი და პოლიტიკა, ქალი და ძალაუფლება, გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში და ა.შ.) ამსახველი ბეჭდვითი, სატელევიზიო და რადიო ნამუშევარი.
  • სტატია/ინტერვიუ/ინტერნეტ-გამოცემა/სატელევიზიო/რადიო გადაცემა მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მედია საშუალების მიერ.
  • პროდუქცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის ან ორგანიზაციის მიერ ბეჭდით დადასტურებული ასლის/დუბლიკატის სახით.

საპრიზო ფონდი:

შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი: 

  • პირველი ადგილი - 1000 ლარის ღირებულების პრიზი.
  • მეორე ადგილი - 500 ლარის ღირებულების პრიზი.
  • მესამე ადგილი - 300 ლარის ღირებულების პრიზი.

გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე, რომელსაც დაესწრებიან არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ არა უგვიანეს 2007 წლის 14 დეკემბრამდე, დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე:


საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა, C კორპუსი,
ოთახი 034 რუსთაველის პრ. 8, თბილისი, 0118, საქართველო.


საკონტაქტო პირები: ბერდია ნაცვლიშვილი და ნინო შეროზია

ოფისის ტელეფონი: 923662
მობილური: (893) 333282 - ბერდია ნაცვლიშვილი 
                    (893) 314624 - ნინო შეროზია


www.genderandpolitics.ge

###

წაკითხულია: 9060