ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონკურსი გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის
25/01/2008



ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

კონკურსი გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის



პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” მხარდაჭერით, აგრძელებს განაცხადების მიღებას გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ყოველწლიური კონკურსისათვის.

კონკურსის პირობები:
• კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2006 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 15 თებერვლამდე გენდერულ თემატიკაზე შექმნილი (ქალი და პოლიტიკა, ქალი და ძალაუფლება, გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში, გენდერული თანასწორობა და დემოკრატია და ა.შ.) ბეჭდვითი, სატელევიზიო და რადიო ნამუშევარი;
• სტატია/ინტერვიუ/ინტერნეტ-გამოცემა/სატელევიზიო/რადიო გადაცემა მომზადებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მედია საშუალების მიერ;
• პროდუქცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის ან ორგანიზაციის მიერ ბეჭდით დადასტურებული ასლის/დუბლიკატის სახით;
• ის ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილი იყო 2007 წლის დეკემბერში, ავტომატურად განიხილება მიმდინარე კონკურსში.

საპრიზო ფონდი: შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი:
• პირველი ადგილი - 1000 ლარის ღირებულების პრიზი.
• მეორე ადგილი - 500 ლარის ღირებულების პრიზი.
• მესამე ადგილი - 300 ლარის ღირებულების პრიზი.

გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე, რომელიც დაგეგმილია 2008 წლის მარტს, გენდერული კვირეულის ფარგლებში.

ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ არა უგვიანეს 2008 წლის 15 თებერვლისა, დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე:

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა,  C კორპუსი, ოთახი 034 რუსთაველის პრ. 8, თბილისი, 0118, საქართველო.

საკონტაქტო პირები: ბერდია ნაცვლიშვილი და ნინო შეროზია
ოფისის ტელეფონი: 923662
მობილური: (893) 333282 - ბერდია ნაცვლიშვილი
                        (893) 314624 - ნინო შეროზია

www.genderandpolitics.ge

წაკითხულია: 8428