მედია ანონსი
25 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ/ფაქსი: 14 20 29 / 96 21 25,
ელ. ფოსტა : pmmg@pmmg.org.ge,
pmmg@caucasus.net
ელ. გვერდი: http://www.pmmg.org.ge/
კონფერენცია "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის"
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო 2013 წლის 26 თებერვალს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 11.00 სთ-ზე, ატარებს კონფერენციას "ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის", რომელიც ეწყობა პროექტის "წავახალისოთ მრავალფეროვნება - პატივი ვცეთ ყველას" ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის მიზანია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმირება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შესახებ, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემთა წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების ძირეული შესწავლა, გააზრება და გაანალიზება. ხარისხობრივი კვლვის ფარგლებში ორგანიზებულ ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები სომხური, აზერბაიჯანული და მცირერიცხოვანი ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფორმატი ხელს შეუწყობს კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების, საჭიროებების და ტენდენციების ფართოდ გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისათვის. კონფერენციის მუშაობაში მოწვეულ იქნებიან ეთნიკური უმცირესობების საკითხებით დაკავებული ექსპერტები, საქართველოს 8 მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 კომიტეტის თავმჯდომარე და პარლამენტის 7 წევრი, სახალხო დამცველი, ისევე როგროც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე დასწრების სურვილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართეს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების 18 სთვისტომოს ლიდერმა.
კონფერენციის მონაწილეები, თავიანთი ფუნქციონალური კომპეტენციის ფარგლებში გააჟღერებენ თავიანთ ხედვებს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე შესაძლო რეაგირების ფორმებზე, მეთოდებზე, ისევე როგორც პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. ღირებული სივრცე დაეთმობა მსჯელობას უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევებისა და ამ მიმართულებით სამომავლო საჭიროებების შესახებ.
კონფერენცია თავისი მასშტაბურობით იძენს უპრეცენდენტო ხასიათს იმდენად, რამდენადაც მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემთა ლიდერები, დედაქალაქიდან და ქვეყნის 5 რეგიონის 13 რაიონიდან, სულ 80-ზე მეტი ადამიანი.
***
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, აერთიანებს საქართველოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა 18 სათვისტომოსა და 56 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს. ორგანიზაციის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობათა პოტენციალის აქტივაცია, უფლებების დაცვა და განვითარება, ასევე მათი აქტიური მოქალაქეობრივი მონაწილეობა ყველა დონეზე; კულტურათშორისი დიალოგისა და გაცვლის განვითარება, ასევე საზოგადოებაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ჰარმონიზაცია.