ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონფერენცია: რეციკლირების ბიზნესის როლი და მთავარი გამოწვევები მყარი მუნიციპალური ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაში
14/11/2012

მედია ანონსი

14 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა ყაჭეიშვილი
+995 599 710030
E-mail: 
lelakatche@yahoo.com
lelakacheishvili@gmail.com
info@greens.ge 
http://www.greens.ge/ 

კონფერენცია  "რეციკლირების ბიზნესის როლი და მთავარი გამოწვევები მყარი მუნიციპალური ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაში"

15 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში გაიმართება  კონფერენცია თემაზე:  რეციკლირების ბიზნესის როლი და მთავარი გამოწვევები მყარი მუნიციპალური ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაში

კონფერენციაზე საუბარი იქნება ნარჩენების რეციკლირების (გადამუშავება) სექტორის როლზე, მუნიციპალური ნარჩენების მართვასა და განსათავსებელი მუნიციპალური ნარჩენების მინიმიზაციაზე. საქართველოში მეორადი გადამუშავების საწარმოების    მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობაზე. ნარჩენების შეგროვება/სეპარაციის სისტემებზე და ტექნოლოგიებზე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული მცირე საწარმოების წარმოადგენლები (პეტ-პლასტმასის რეციკლირება,  მინის რეციკლირება,  მუყაოს რეციკლირება, სამშენებლო ნარჩენების მეორადი გამოყენება, ბიოლოგიური ნარჩენების კომპოსტირება) რომლებიც მუშობენ რეციკლირებაზე (გადამუშავება).

კონფერენციაზე მოწვეულები არიან სამთავრობო და არასამთავრო ორგანიზაციების,რუსთავის ნაგავსაყრელის, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს და მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვას~ მიერ. გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

დასაწყისი:10:00 საათი

დასასრული: 17:00 საათი

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის

მეგობრები-საქართველო მედიასთან და საზოგადოებასთან

 ურთიერთობის სამსახური

წაკითხულია: 1756