მედია ანონსი
22 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად დევდარიანი, CiDA-ს დირექტორი,
მობ: 577 46 03 35, ელ-ფოსტა: info@cida.ge
კონფერენცია: „სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“
23 მაისს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA ), სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით, გამართავს კონფერენციას „სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“. ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ადვოკატები.
კონფერენცია იურიდიული დახმარების სამსახურსა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გაიხსნება. კონფერეციის მიზანია იურიდული დახმარების სფეროში არსებული ვითარების განხილვა, სახელმწიფო იურიდიული დამხარების სამსახურის საქმიანობის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების წარმოდგენა.
კონფერენცია ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში“, რომელსაც CiDA ახორციელებს. კონფერენცია დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით.
###