05/06/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
კოტე მარჯანიშვილის განახლებული სახლმმუზეუმის გახნსა
ყვარელი, 7 ივნისი, 2008 წელი - 7 ივნისს 16:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება კოტე მარჯანიშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი ყვარელში - იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა კოტე მარჯანიშვილი - რეჟისორი, თეატრის დამაარსებელი, მე-20 საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მოღვაწე.
სახლ-მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია განახორციელა საქველმოქმედო ფონდმა "ცისკარმა". რესტავრაცია დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ხორციელდებოდა. უმძიმეს მდოგმარეობაში მყოფი მარჯანიშვილების სახლი სრულიად აღდგა და, რაც მთავარია, სახლსაც და ეზოსაც დაუბრუნდა პირვანდელი სახე (არქიტექტორი: გ. სოსანიძე). ამავე დროს მთლიანად შეიცვალა მუზეუმის ექსპოზიცია. იგი გამდიდრდა, დაიხვეწა და თემატურად შემდგენაირად დაეწყო:
სახლ-მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კოტე მარჯანიშვილის დას მონაზონ ფამარ მარჯანიშვილს, სადაც განთავსებულია მისი მემორიალური ნივთები. Qდედა ფამარი ჯერ საქართველოში (ბოდბეში), ხოლო შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდა და გამორჩეული ფიგურაა საეკლესიო ისტორიაში.
საექსპოზიციო კონცეფციის ავტორი და კურატორი დავით ცხადაძეა.
ახალ განათებასთან ერთად სახლ-მუზეუმში დამონტაჟდა მონიტორები, სადაც მუზდმივად იქნება წარმოდგენილი ნაწყვეტები კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.
ყველა ეს ცვლილება მაჯანიშვილების სახლ-მუზეუმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, და მეტად მიმზიდველს ხდის ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის - განახლებული მუზეუმი აცოცხლებს XIX-XX სს-ს ყოფა-ცხოვრებას და ამ ეპოქის ერთ-ერთი დიდებული ოჯახის, საქართველოს ღირსეული შვილების ისტორიას.
მუზეუმში აგრეთვე დაცულია კოტე მარჯანიშვილის ფილმის "ამოკი" და სხვადასხვა სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა, ფოტოები, პიესები, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიული-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, წერილები და სხვა.
თანამედროვე მუზეუმი კულტურული ცენტრის პრინციპით უნდა მუშაობდეს და სწორედ ასეთი უნდა გახდეს კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი - ცოცხალი და საინტერესო ყველა თაობისათვის. მუზეუმში არაერთი პროექტი იგეგმება. აქედან აღსანიშნავია თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელთა "ნათლობის" შესანიშნავი ტრადიციის აღდგენის იდეა, რომელსაც წლების განმავლობაში სწორედ ამ მუზეუმის მარანში ჰქონდა ადგილი.
ფონდ ცისკარს ამ პროექტის განხორციელებისას მხარში ამოუდგა დეველოპერული კომპანია "რედიქსი" პროეფესიული სამშენებლო-არქიტექტურული რჩევებით და "ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ამ საშვილიშვილო პროექტს.
გახსნაზე მიწვეულნი არიან საზოგადეობის წარმომადგენელები კულტურის სახვადასხვა სფეროდან, პრესა და ტელევიზია.
კოტე მარჯანიშვილი -
ქართული თეატრის ისტორიაში კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი იყო დიდი ხელოვანი, ერუდირებული, მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება. მის მიერ რუსეთში, უკრაინაში, ლიტვასა და საქართველოში დადგმული სპექტაკლები თვალსაჩინოს ხდის მის ტალანტს და მხატვრულ იდეურ მიმართულებას.
იგი დაიბადა 1872 წელს, სოფელ ყვარელში დაამთავრა თბილისის I სათავადაზნაურო გიმნაზია. ჯერ კიდევ გიმნაზიელი, დიდი სახლის უზარმაზარ მარანში დგამდა სპექტაკლებს.
1897 წელს კოტე მარჯანიშვილი გაემგზავრა რუსეთში, სადაც 25 წელიწადს მოღვაწეობდა. კონსტანტინე სტანისლავსკისთან, ვლადიმერ ნემიროვიჩ დანჩენკოსთან, ვსევოლდ მეიერჰოლდთან, ევგენი ვახტანგოვთან ერთად ახალი თეატრის სათავეებთან იდგა.
მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1913 წელს კოტე მარჯანიშვილი ქმნის "თავისუფალ თეატრს" მისი მიზანი იყო, სული დაემკვიდრებინა თეატრი-დღესასწაული; ამ თეატრში სურდა განეხორციელებინა სინთეზური თეატრის იდეა. თეატრი დაიშალა და მისი ბირთვიდან რეჟისორ ალექსანდრე თაიროვის კამერული თეატრი დაიბადა.
1918 წელს კოტე მარჯანიშვილი კიევის თეატრების კომისრად დანიშნეს. პირველი რაც კიევის ყოფილ "სოლოველცოვის" თეატრში დადგა არნახული ჰეროიკული სანახაობა, ლოპე დე ვეგას "ფუენტე ოვეხუნა" გახლდათ.
1922 წლიდან კოტე მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდში ქართული თეატრი კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კოტე მარჯანიშვილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს სინთეზური თეატრის შექმნაში ხედავდა. რუსთაველის თეატრში მან ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო" დადგა. ეს სპექტაკლი ქართული თეატრისათვის საეტაპო აღმოჩნდა. 1924 წელს რუსთაველის თეატრში შეიქმნა გაერთიანება-კორპორაცია "დურუჯი", რომლის თავჯდომარედ კოტე მარჯანიშვილი აირჩიეს.
1926 წელს რეჟისორი თეატრიდან წავიდა და დააარსა ქუთაისი-ბათუმის თეატრი, რომელიც 1928 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლით "ჰოოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ". მას მოჰყვა "ურიელ აკოსტა" (რომელიც დღემდე მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია), "ყვარყვარე თუთაბერი" და სხვა.
1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში "დონ კარლოსის" დასადგმელად. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარჯანიშვილის თეატრი
ტელ: 95 35 82, 95 40 01
ელ-ფოსტა: tamuna@marjanishvili.ge