ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ლავაშური – ტრადიციული საკვები ახალი ინტერპრეტაციით
18/10/2013

მედია ანონსი

18 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

ლავაშური - ტრადიციული საკვები ახალი ინტერპრეტაციით

2013 წლის 19 ოქტომბერს 16:00 საათზე (ალ. ყაზბეგის N 10 ) ახალი ქართული სწრაფი კვების ბრენდის "ლავაშური"-ს პრეზენტაცია გაიმართება.

"ლავაშური" ახალი ინოვაციური სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ქართული სამზარეულოთი. "ლავაშური" არის უნიკალური ჭიქის ფორმის პური, რაშიც თავსდება როგორც წვნიანი, ასევე მშრალი ქართული კერძები.
"ლავაშური" თანამედროვე ქართული სწრაფი კვების მომხმარებლებს მრავაფეროვან ასორტიმენტსა და უმაღლესი ხარისხის ნედლეულზე დამზადებულ ახალ პროდუქტებს სთავაზობს. "ლავაშურით" მომხმარებლები აღმოაჩენენ ძველ კარგად ნაცნობ გემოს ახლებურად.
კომპანიის ეფექტური მენეჯმენტი და ობიექტის თანამედროვე ინტერიერი, წინსვლისა და განვითარების წინაპირობაა.

სწრაფი კვების ობიექტის "ლავაშური"-ს დირექტორის გიორგი იამანიძის თქმით: "ლავშური" ევროპული დონის, თანამედროვე სტილზე მორგებული ბრენდია, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული საკვების პოპულარიზაციასა და მის მოდერნიზაციას. "ლავაშური"-ს თანამდეროვე პროდუქტები ყოველთვის ახალი და ჯანსაღია. "ლავშური" ეს არის სწრაფი კვება ქართულად"

მომავალში კომპანია "ლავაშური"ქსელის გაფართოვებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბრენდის გატანას გეგმავს.

პიარ კონსულტანტი/ ელდარ პირმისაშვილი
558 445566

წაკითხულია: 2310