ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაცია
11/07/2010

მედია ანონსი

11 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი: 
ანა ტოკლიკიშვილი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"
895 221999
anuka@osgf.ge

მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაცია

[Publicity.ge] თბილისი, 11 ივლისი,2010 - ორშაბათს, 12 ივლისს, 18:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციას შეეხება. შეხვედრაზე გავრცელდება სამოქალაქო საზოგადოების და ექპერტების მთავრობისადმი მიმართვა, რომლის თანახმად მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრაში მონაწილეობენ კანონპროექტის ინიციატორები- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა წევრები, მთავრობის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე ინგლისური სინქრონული თარგმანით.

წაკითხულია: 2971