მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები
22/11/2016
ვინ?: ლექციას ჩაატარებს თომას ქოლსთერი (დანია) საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტი კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, ავტორი წიგნისა “Goodvertising: Creative Advertising that Cares”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და ფონდი "პონტისი" (სლოვაკეთი). ღონისძიება გაიმართება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ექვს ქვეყანაში (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საქართველო და ბელორუსი)
რა?: გაიმართება საჯარო ლექცია „მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები”
სად?: სასტუმრო “ფაბრიკაში” (ეგნატე ნინოშვილის 8)
როდის?: 2016 წლის 25 ნოემბერს, 10.30-13 სთ
რატომ?: ლექციას დაესწრებიან დიდი თუ მცირე ბიზნესის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების წარმომადგენლები და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტები. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და განვითარებას.
წაკითხულია: 4491