ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მასტერ-კლასი ბრენდინგში
30/05/2008

 

ა ნ ო ნ ს ი    მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს 

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

24 ივნისს, ბაქოში, Nokia-ს ცნობილი სლოგანის "Connecting People" ავტორი, ბრენდინგის გურუ, თომას გედი (Thomas Gad) ერთდღიან მასტერ-კლასს ჩაატარებს ბაქოში. ღონისძიებას სასტუმრო Hyatt-ი უმასპინძლებს.

თომას გედი, 20 წლიანი გამოცდილებით, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა სკანდინავიის ავიახაზები (SAS), Procter & Gamble, Compaq, Volvo და Microsoft. საყოველთაო აღიარება მას ნოკიას ბრენდინგმა მოუტანა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი დევიზი "Connecting People".

თომას გედმა შეიმუშავა ბრენდის შექმნის, ტრანსფორმაციის და მენეჯმენტის უნიკალური, 4 განზომილებიანი სისტემა, რომლიც შესახებაც იგი მოგვითხობს თავის ბესტსელერში "4D Branding". თომას გედი პერსონალურ კონსულტაციებს უწევს წამყვან ევროპულ ბიზნესმენებსა და ტოპ-მენეჯერებს.  დაგროვილი გამოცდილება თომასმა გაუზიარა მკითხველს თავის წიგნში "Managing Brand Me" (როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი)

მასტერ-კლასი განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტოპ-მენეჯერებისა და მენეჯმენტის კონსულტანტებისათვის. ღონისძიების ორგანიზატორია ”ალიანს გრუპი”. დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებგვერდს: http://www.allianzgroup.az/

###

წაკითხულია: 5773