ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა
05/06/2010

  მედია ანონსი

5 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკა მიმინოშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მ.ალექსიძის 1/3
ტელეფონი: +995 32 36 40 94
ekamiminoshvili@manuscript.ac.ge
Web: www.manuscript.g

 მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა



[PUBLICITY.GE] თბილისი,4 ივნისი, 2010 - 7 ივნისს სოფელ არალის მოძღვრის მამა იოსების ორგანიზებითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით იმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით „მე მიყვარს ვაჟა-ფშაველა". 

ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სოფელ ჩარგალში მცხოვრები ბავშვები. პატარები მთის ყვავილებითა და ბალახებით პატივს მიაგებენ ვაჟა-ფშაველას საფლავს, დაათვალიერებენ მთაწმინდის პანთეონსა და პარკს, შემდეგ კი ესტუმრებიან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას. საპატრიარქოში ბავშვებს მიიღებს და დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ღონისძიების დასკვნით ეტაპს წარმოადგნეს გამოფენა, რომელიც 5 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვაჟა-ფშაველას ლექსების, პოემების, მოთხრობების, ეთნოგრაფიული და პუბლიცისტური წერილების ავტოგრაფები. გამოფენაზე დამთვალიერებელს ასევე საშუალება ექნება ნახოს ძველი ფშავური ნაკეთობები და ნივთები.

ექსპოზიციას სპეციალური რეპერტუარით გახსნის ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები". გამოფენა წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლის მოსამზადებელ ეტაპსა და იუნესკოს ეგიდით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან „ოლიმპიური ვარსკვლავი" და „მაკდონალდსი".

წაკითხულია: 3132